რა არის თეთრი ენა?
ეს არის სიმპტომი, როდესაც ენის ზედაპირზე თეთრი ფენა ჩნდება. შესაძლოა გქონდეთ სხვა სიმპტომებიც, კერძოდ: გაღიზიანება, თმიანი ენა, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
ვიზუალურად უსიამოვნო შესახედია და შესაძლოა ადამიანს შეეშინდეს, თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დროებითი და უვნებელია.
სიმპტომი რამდენიმე კვირაში ალაგდება, თუმცა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ გაწუხებთ ტკივილი ან უჩივით პრობლემებს კვებასთან და საუბართან დაკავშირებით.
გამომწვევი მიზეზებია:
- სათანადოდ არ ზრუნავთ პირის ღრუს ჰიგიენაზე;
- თამბაქო;
- ყოველდღიურად სვამთ ერთზე მეტ ალკოჰოლს;
- ენა დაზიანდა მჭრელი საგნით;
- იღებთ ანტიბიოტიკს;
- რაციონში ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტია;
- პირის სიმშრალე;
- პირით სუნთქავთ.
თეთრი ენა შემდეგი პათოლოგიების სიმპტომია:
- გეოგრაფიული ენა;
- ლეიკოპლაკია;
- ორალური ბრტყელი ლიქენი;
- ორალური კანდიდოზური სტომატიტი;
- სიფილისი.
ჩვეულებრივ, იკურნება სპეციფიკური მკურნალობის გარეშე, რამდენიმე კვირაში. თუმცა ექიმის კონსულტაციის გავლას გირჩევთ თუ სიმპტომი არ ალაგდა რამდენიმე კვირის შემდეგაც კი. მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომებსა და გამომწვევ მიზეზებზე.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/17654-white-tongue