დიზორიენტაცია

დიზორიენტაცია

რა არის დიზორიენტაცია?

დიზორიენტაცია შეცვლილი მენტალური მდგომარეობაა, რომლის დროსაც პაციენტმა შესაძლოა არ იცოდეს თუ სად იმყოფება, გაუჭირდეს ვინაობის დადასტურება, ვერ ხვდებოდეს რა დრო თუ რომელი საათია.

დიზორიენტაციას ხშირად თან ახლავს სხვა სიმპტომები, კერძოდ:

  • დაბნეულობა;
  • ბოდვა;
  • ჰალუცინაცია;
  • მღელვარება, მოუსვენრობა, გაღიზიანება.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ამნეზია;
  • მხუთავი აირით მოწამვლა;
  • ცერებრალური არტერიტი;
  • ციროზი;
  • ენცეფალიტი ან მენინგიტი;
  • დეჰიდრატაცია;
  • ელექტრული პათოლოგიები;
  • ეპილეფსია;
  • სიცხე;
  • ჰიპოთერმია;
  • ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია;
  • ჟანგბადის უკმარისობა;
  • სიმსივნე ან ჰემატომა ტვინში;
  • სეფსისი;
  • ინსულტი;
  • ვიტამინების დეფიციტი;
  • ვესტიბულარული დაავადებები;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ორთოსტატიული ჰიპოტენზია და სხვა.

წყარო:  

https://www.healthline.com/health/disorientation#providing-help