რა იწვევს წინამხრის ტკივილს?
წინამხრის ტკივილი ბევრი მიზეზის გამო ჩნდება - შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც ტრავმის, ისე სხვა დაავადების ფონზე.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ექვემდებარება მკურნალობას სახლის პირობებში. თუმცა თუ ტკივილი მწვავეა, მოულოდნელად განვითარდა და თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, ამასთან, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა რამდენიმე კვირის განმავლობაში აუცილებელია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.
წინამხრის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ართრიტი;
- ჩოგბურთელის იდაყვი;
- მაჯის არხის სინდრომი;
- დაჭიმულობა;
- მოტეხილობა;
- კისრის რადიკულოპათია;
- ნერვის პრობლემები.
სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას შემდეგი სიმპტომების დროს:
- დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება მხრის არეში;
- მხარი შეშუპებულია, შეხებისას გრძნობთ სიმხურვალეს და გაქვთ მაღალი სიცხე;
- ვარჯიშისას უჩივით ტკივილს, მაგრამ დისკომფორტი ქრება დასვენებისას;
- ძლიერი ტკივილი;
- გიჭირთ მხრის მოძრაობა;
- მხრის ტრავმის დროს ტეხვის, ტკაცუნის ხმა გაიგეთ ან მხრის ნორმალური, ფიზიოლოგიური ფორმა შეიცვალა.
თითოეული ეს სიმპტომი საყურადღებო პათოლოგიებისთვისაა (ძვლის მოტეხილობა, ინფექცია, გულის დაავადება) დამახასიათებელი და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ექიმის დროულ ჩარევას საჭიროებს.
წყარო:
https://www.healthline.com/health/forearm-pain#when-to-get-emergency-help