რა ტიპის გართულება ყალიბდება ენტერიტის ფონზე?
ენტერიტი წვრილი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა.
თუ ენტერიტის სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, უმადობა, მუცლის სპაზმი, მუცლის ტკივილი, სიცხე, სისხლდენა) მწვავეა და ქრონიკული სახე მიიღო, იზრდება გაუწყლოების (დეჰიდრატაცია) რისკი. დეჰიდრატაციის მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან ჩვილები და ბავშვები. აღნიშნული დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა.
პაციენტი აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ კლინიკაში თუ ოფლიანობის, ღებინებისა და დიარეას შედეგად დაკარგა ბევრი სითხე, ანუ განუვითარდა გაუწყლოება.
დეჰიდრატაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ძლიერი წყურვილი;
- სისუსტე;
- დაღლილობა;
- ძილიანობა;
- შემცირებულია შარდის რაოდენობა;
- შარდს აქვს მუქი ფერი და მძაფრი სუნი;
- თავბრუსხვევა.
გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარება შემდეგი ნიშნების დროს:
- სიმპტომები გრძელდება 3 დღეზე მეტია;
- მაღალი სიცხე გაქვთ;
- განავალში შენიშნეთ სისხლი.
ექიმის დახმარება გჭირდებათ შემდეგი სიმპტომების შემთხვევაშიც:
- პირის სიმშრალე;
- ჩაცვენილი თვალები;
- ცრემლის ნაკლებობა;
- ძალიან მუქი ფერის შარდი;
- ძლიერი დაღლილობა;
- თავბრუსხვევა.
ენტერიტის პრევენციისთვის მოწოდებულია პირად ჰიგიენაზე ზრუნვა და საკვების სწორად შერჩევა (კერძის მომზადებისას სწორად დაამუშავეთ ინგრედიენტები, მოერიდეთ საეჭვო და ვადაგასულ პროდუქტს).
წყარო:
https://www.healthline.com/health/enteritis#symptoms