მუცლის სპაზმი

მუცლის სპაზმი

რა იწვევს მუცლის მოვლით ტკივილს?

მუცლის სპაზმი, კრუნჩხვა არის უეცარი, უკონტროლო, არაკომფორტული და მტკივნეული მდგომარეობა, რომელსაც პაციენტი გრძნობს მუცლის კუნთის არეში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ეს ჩივილი არ არის სერიოზული - მუცლის მსუბუქი სპაზმი სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა თუ ეს სიმპტომი ხშირად გაწუხებთ, გამოხატულია მწვავედ და დღეზე მეტია არ ალაგდა, სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას.

მუცლის სპაზმი, თავისთავად, ასოცირებულია მუცლის ღრუში მდებარე ორგანოების პრობლემასა თუ დაავადებებთან. მუცლის ღრუში სხვადასხვა ორგანოა მოთავსებული, შესაბამისად, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებიც ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ჩივილსა და მიზეზებზე.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • კვებითი ინტოქსიკაცია;
  • კვებითი ალერგია;
  • საკვების მიმართ აუტანლობა;
  • ინფექცია;
  • მუცლის ღრუს წანაზარდები;
  • ანთება;
  • წვრილი ან მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია;
  • შეკრულობა;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ბუასილი;
  • ანალური ფისტულა;
  • დივერტიკულარული დაავადება;
  • წყლულოვანი კოლიტი;
  • პოლიპები.

 

 

წყარო:        

https://sydneygutclinic.com/abdominal-cramps-possible-causes-and-treatment/