რამდენიმე სიმპტომი, რომ ჭარბი რაოდენობით ყავას სვამთ

რამდენიმე სიმპტომი, რომ ჭარბი რაოდენობით ყავას სვამთ

ბევრი ადამიანის დილა გემრიელი ყავით იწყება - იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია.

მოგეხსენებათ, კოფეინი ბუნებრივი მატონიზირებელი საშუალებაა, რომელიც ასტიმულირებს ტვინის ნერვულ უჯრედებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, ამძაფრებს რეაქციას, სასარგებლოა მეხსიერებისთვის.

თუმცა ყველაფერს აქვს შესაბამისი დოზა და ზომიერება ყავის მიღებასაც სჭირდება. ჭარბი რაოდენობის კოფეინის გვერდითი ეფექტები ხშირად თვალსაჩინოა. ყავაზე დამოკიდებულებამ შესაძლოა ავნოს ჯანმრთელობის მდგომარეობას და რიგი სიმპტომები გამოიწვიოს.

ყავის დოზა უნდა შეამციროთ თუ შეამჩნიეთ შემდეგი:

  • შფოთვა;
  • თავის ტკივილი;
  • კუჭის ტკივილი;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • დიარეა.

უძილობის მიზეზი სავსებით შესაძლებელია ზედმეტი დოზა ყავა იყოს. ზოგჯერ ეს გემრიელი სასმელი სრულ ქაოსს ქმნის ძილის ციკლში.

გაითვალისწინეთ, კოფეინი ყავის მიღებიდან გაცილებით მეტი დროის განმავლობაში რჩება ორგანიზმში - სტიმულანტს რამდენიმე საათი სჭირდება იმისთვის, რომ დატოვოს სისტემა და გამოიდევნოს სხეულიდან. სწორედ ამიტომ სასურველია შუადღის შემდეგ აღარ დალიოთ ყავა.

 

წყარო:      

https://www.thehealthy.com/nutrition/drinking-too-much-coffee/