რატომ არის კვერცხი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

რატომ არის კვერცხი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

კვერცხი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტთა სიაში შედის.

საკვები ნივთიერებების დიდი რაოდენობა კვერცხის გულშია თავმოყრილი. ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კვერცხის გულში შემავალი ვიტამინები სასარგებლოა იმუნიტეტისთვის, არტერიული წნევისა და კუჭ-ნაწლავის სათანადო ფუნქციონირებისთვის.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კვების რაციონში რეკომენდებული დოზით ჩართული კვერცხი აღადგენს ცილების, ცხიმებისა და კალორიების ბალანსს, შესაბამისად, ადამიანი მარტივად ნაყრდება და შიმშილის შეგრძნება აღარ აწუხებს.

კვერცხის გული შეიცავს ისეთ სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მინერალებს როგორიცაა:

  • კალციუმი;
  • რკინა;
  • მაგნიუმი;
  • ფოსფორი;
  • კალიუმი;
  • თუთია.

გახსოვდეთ, რომ კვერცხი ზოგჯერ სალმონელას ინფექციის რისკის მატარებელია და აუცილებელია სწორად მოამზადოთ და დაიცვათ ჰიგიენის წესები, შეიძინოთ ახალი, შეინახოთ სათანადო პირობებში.

ამასთან, ზეთში შეწვისას კვერცხის ცხიმისა და ქოლესტერინის შემცველობა ორმაგდება ან მაჩვენებელი სამჯერ იზრდება.  

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/320445