საჭმლის მომნელებელი სისტემის პერისტალტიკა

საჭმლის მომნელებელი სისტემის პერისტალტიკა

რა არის პერისტალტიკა?

პერისტალტიკა არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენი კუნთების ავტომატური, ტალღის მსგავსი მოძრაობა.

პერისტალტიკის მეშვეობით, საკვები გადადის საჭმლის მომნელებელ სისტემაში - პროცესი იწყება მაშინვე როგორც კი პროდუქტის გადაყლაპვას იწყებთ. რეაქცია გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭსა და ნაწლავებში, რაც სრულდება მონელებით.

როდესაც საკვები და სითხე საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აღწევს, ნერვი კუნთებს აგულიანებს და ტალღის მსგავსი შეკუმშვის სერიის ინიციატორი ხდება. კუნთის შეკუმშვის შედეგად საკვები და სასმელი ავტომატურად გადადის მომნელებელი სისტემისკენ და აღწევს შარდსადენსა თუ ანუსში.

პერისტალტიკა ჩართულია საჭმლის მონელების პროცესში. სწორედ პერისტალტიკის შედეგად გადის მონელების პროცესის ყველა სტადიას თქვენ მიერ მიღებული საკვები თუ სასმელი - პერისტალტიკის გარეშე შეუძლებელია კვება და მონელება, კერძის გადამუშავება, სასარგებლო ნივთიერებების ათვისება, ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტების გამოდევნა.

პერისტალტიკის დარღვევის სიმპტომებია:

  • შეკრულობა;
  • დიარეა;
  • ჭარბი აირები;
  • მუცლის ტკივილი;
  • შებერილობა;
  • გულისრევა;
  • მჟავა რეფლუქსი;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი;
  • ბოყინი.

პერისტალტიკის ფუნქციონირების დაქვეითების მიზეზია კუნთთან ან ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • ტრავმა;
  • ინფექცია;
  • დაავადება;
  • ჰორმონული ცვლილებები;
  • ელექტროლიტების დისბალანსი.

ზოგჯერ პერისტალტიკის ფუნქციის დაქვეითების მიზეზი უცნობი რჩება.

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/body/22892-peristalsis