ფრჩხილებისთვის მავნებელი ჩვევები

ფრჩხილებისთვის მავნებელი ჩვევები

რამდენიმე მავნე ჩვევა, რომელიც ვნებს ფრჩხილებს.

როგორც ექიმები განმარტავენ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დაზიანებული ფრჩხილის გამომწვევი მიზეზი არაჯანსაღი რაციონი და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებია.

სუსტი, მტვრევადი, აქერცლილი ფრჩხილები - სწორედ ეს სიმპტომებია გავრცელებული და ამ ჩივილით მიმართავენ პაციენტები მედიკოსებს. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, არაჯანსაღი კვების რაციონის შედეგია და ნაკლებად წარმოადგენს სისტემური დაავადების სიმპტომს.

თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ფრჩხილის სტრუქტურის ცვლილება პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესთან.

ზოგჯერ ფრჩხილი ზიანდება ტრავმისა და მავნე ჩვევების ფონზე.

მავნებელია:

  • ფრჩხილების კვნეტა;
  • ნუნების წვალება;
  • ფრჩხილზე მანიკურს რეკომენდებულზე დიდხანს იტოვებთ (რამდენიმე კვირის განმავლობაში), დროულად მოშორება გავიწყდებათ;
  • გიყვართ გრძელი ფრჩხილები, რაც ჭუჭყის, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების გავრცელებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. გრძელი ფრჩხილები მარტივად ზიანდება და ტყდება;
  • არ მიირთმევთ ხილს, ბოსტნეულს, ცილას;
  • არ ყიდულობთ მანიკურს, რომელიც ფრჩხილისთვის სასარგებლოა.

 

 

წყარო:          

https://www.newsgram.com/lifestyle/2022/07/09/top-7-bad-habits-that-are-ruining-your-nails