რა არის ლიმფური სისტემა?
ლიმფური სისტემა არის ორგანოების, ქსოვილებისა და სისხლძარღვების ჯგუფი, რომელიც ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს და სითხის ბალანსს ინარჩუნებს.
ლიმფური სისტემის ორგანოებია:
- ძვლის ტვინი;
- თიმუსი;
- ლიმფური კვანძები;
- ელენთა;
- ლორწოვან გარსთან დაკავშირებული ლიმფური ქსოვილი;
- ლიმფური სისხლძარღვი და სხვა.
ლიმფური სისტემის ფუნქციებში შედის:
- ორგანიზმის ქსოვილებიდან ზედმეტი სითხის გადაგზავნა სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ამ გზით ორგანიზმში ნარჩუნდება ჯანსაღი სითხის დონე;
- სითხიდან ზედმეტი ნარჩენებისა და პათოლოგიური უჯრედების გამოდევნა;
- ორგანიზმს ეხმარება ცხიმის ათვისებაში;
- ორგანიზმს იცავს ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, სოკოსა და სხვა ტიპის პარაზიტებისგან.
არაერთი დაავადება ტოვებს უარყოფით კვალს და ვნებს ლიმფურ სისტემას. ზოგიერთი პათოლოგია ყალიბდება ორსულობისას ან ბავშვობაში, ხოლო ზოგჯერ ჩნდება დაავადებისა თუ ტრავმის შედეგად.
ლიმფური სისტემის გავრცელებული დაავადებებია:
- ლიმფური კვანძების შეშუპება;
- ლიმფედემა;
- კიბო;
- ლიმფური სისხლძარღვების ანთება;
- ლიმფანგიომა;
- ნაწლავის ლიმფანგიექტაზია;
- ლიმფოციტოზი;
- ლიმფური ფილარიაზი;
- მეზენტერიალური ლიმფადენიტი და სხვა.
იმის დასადგენად თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს ლიმფური სისტემა მოწოდებულია კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/body/21199-lymphatic-system