განვიხილოთ შიშის ბიოლოგია.
ეს ემოცია ყველა ადამიანისთვის ნაცნობია - თუნდაც ერთხელ ყველა ჩვენგანი აღმოვჩენილვართ სიტუაციაში, როდესაც რაღაცის შეგვშინებია.
ადამიანები მას განმარტავენ როგორც უსიამოვნო ემოციას, თუმცა ზოგიერთი ცდილობს ხელოვნურად გამოიწვიოს და ადრენალინისთვის ექსტრემალური გართობის სახეობებს მიმართავს.
ხშირად შიში გამართლებულია და რეალური ფაქტორებით გამოწვეული ემოციაა, მაგალითად, შეუძლებელია არ შეგეშინდეთ, როდესაც იცით რომ სახლში მარტო ხართ და უეცრად ნაბიჯების ხმა გესმით. თუმცა ზოგჯერ ეს ემოცია შეუსაბამოა - რამდენჯერ შეგშინებიათ საშინელებათა ფილმის პერსონაჟის? თუმცა იცოდით, რომ ეკრანზე რეალური არაფერი ხდება და მონსტრის ნიღბის უკან მომხიბვლელი მსახიობი იმალება.
შიშის დროს ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება.
შიშისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- აჩქარებული გულისცემა;
- ხშირი სუნთქვა;
- ოფლიანობა;
- ცივი ხელები;
- გულისრევის შეგრძნება;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- სუნთქვის უკმარისობა და ტკივილი გულმკერდის არეში;
- პილოერექცია (როდესაც კუნთების შეკუმშვის გამო თმები „ყალყზე“ დგება, ანუ ვითარდება ერთგვარი ბატის კანი).
მეტაბოლურად, სისხლში გლუკოზის დონე პიკს აღწევს, სხეული ემზადება ფიზიკური რეაქციისთვის და ენერგიის მომარაგებას იწყებს. ამავდროულად იზრდება კალციუმისა და ლეიკოციტების დონეც.
ორგანიზმს შიშზე რეაგირებასა და კონტროლში ეხმარება ჰიპოკამპუსი და პრეფრონტალური ქერქი. ეს უბნები გვეხმარება გავაცნობიეროთ ჩვენი შიში რეალურ მიზეზზეა თუ არა დაფუძნებული.
ფსიქოლოგები ფობიას განიხილავენ როგორც შფოთვით დარღვევას. ფობიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გენეტიკა და გარემო. ზოგჯერ ფობიის მიზეზია წარსულში გადატანილი ცხოვრებისეული ტრავმა.
წყარო: