რას ნიშნავს თბილი (ცხელი) თერაპია?
ეს არის ტკივილის მართვა სითბოს გამოყენებით.
თბილი თერაპიით შესაძლებელია კუნთის ტკივილისა და დაჭიმულობის, მსუბუქი ტრავმის მკურნალობა, სიმპტომების შემსუბუქება.
ამ მეთოდის დროს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, ნაკადი მიედინება სხეულის იმ არესკენ, სადაც სიმხურვალე ხელოვნურადაა გამოწვეული. ტემპერატურის მომატების ფონზე სუსტდება დისკომფორტი, უმჯობესდება კუნთის დრეკადობა, სხეული დუნდება/განიცდის რელაქსაციას, დაზიანებული ქსოვილი აღდგენას იწყებს.
არსებობს ორი ტიპის სითბოს თერაპია:
- მშრალი (თბილი საფენის გამოყენება, საუნა და სხვა);
- ტენიანი სითბო (ორთქლიანი პირსახოცი, ორთქლის შემცველი თბილი საფენი, თბილი აბაზანა და სხვა).
ორივე ტიპის თერაპიის დროს იდეალურ ტემპერატურად განიხილება თბილი და დაუშვებელია ცხელი.
ტკივილის მართვის ამ მეთოდს იყენებენ პროფესიონალურ სითბოს თერაპიაშიც, მაგალითად, დაზიანებულ მიდამოში თბილ ტემპერატურას იწვევენ ულტრაბგერით.
როგორც უკვე მოგახსენეთ, თბილი თერაპია დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ლოკალური ტკივილის დროს. დაუშვებელია თუ პაციენტს აქვს ღია ჭრილობა ან დაზიანებული არე შეშუპებულია, შესამნევია ჩალურჯება/სისხლჩაქცევა.
თბილი თერაპია დაუშვებელია თუ გაქვთ შემდეგი დაავადებები:
- დიაბეტი;
- დერმატიტი;
- სისხლძარღვის დაავადებები;
- ღრმა ვენების თრომბოზი;
- გაფანტული სკლეროზი;
- გულის დაავადება;
- მაღალი არტერიული წნევა.
დაუშვებელია ორსულმა თვითნებურად, მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციის გარეშე დაიდოს თბილი საფენი თუნდაც უმნიშვნელო ტრავმაზე და ასევე გამოიყენოს თბილი თერაპიის შემადგენელი სხვა მეთოდები.
წყარო:
https://www.healthline.com/health/chronic-pain/treating-pain-with-heat-and-cold#cold-therapy