როდის მივმართოთ ექიმს?
ენცეფალოპათია განმარტავს იმ ნებისმიერ დაავადებას, რომელიც აზიანებს ტვინს და აფერხებს მის ფუნქციონირებას, იწვევს მენტალურ ცვლილებებს.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან პაციენტი გადაიყვანეთ კლინიკის ემერჯენსი დეპარტამენტში შემდეგი სიმპტომების დროს:
- მწვავე, ძლიერი დაბნეულობა ან დიზორიენტაცია;
- უკონტროლო, უმართავი შეტევები;
- გონების დაკარგვა;
- ფიქრი, რომ ავნოს საკუთარ თავს.
თუ შენიშნეთ, რომ ადამიანს გამოუვლინდა ენცეფალოპათიის ნიშნები (მეხსიერების დაკარგვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ძილიანობა, მოდუნება, აგრესია, იმპულსური ქცევა, გაღიზიანება), კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ უკვე დიაგნოსტირებული, სხვადასხვა ტიპის დაავადების მქონე პირებს.
დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები
დიაგნოსტირებისა და ენცეფალოპათიის ტიპის დასადგენად მოწოდებულია შემდეგი კვლევები:
- სისხლის ანალიზი;
- ჩივილის, სიმპტომების, ანამნეზის შეფასება;
- ცერებროსპინალური სითხის ნიმუშის აღება;
- ტვინის სკანირება (კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია);
- ელექტროენცეფალოგრაფია;
- მენტალური მდგომარეობისა და უნარის ტესტირება.
მწვავე ენცეფალოპათიის მართვა (მკურნალობა სიმპტომურად, ანტიბიოტიკები ან კვებითი დანამატები) აუცილებელია კლინიკაში.
გაცილებით მწვავე კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ენცეფალოპათია ჩამოყალიბებულია ღვიძლისა თუ თირკმლის პრობლემებით, აუცილებელი ხდება დიალიზი ან ორგანოს გადანერგვა.
წყარო: