როგორ ავირიდოთ თავიდან სპორტული ტრავმები?

როგორ ავირიდოთ თავიდან სპორტული ტრავმები?

სპორტული ტრავმების პრევენცია.

სპორტული ტრავმისგან არავინაა დაზღვეული. ტრავმა ვლინდება სხეულის ნებისმიერ არეში.

გარკვეული მეთოდებით ნამდვილად შესაძლებელია მინიმუმამდე შეამციროთ ტრავმის რისკი.

გირჩევთ:

  • დაკავდით ისეთი სპორტით ან ფიზიკური აქტივობით, რომელიც ნაკლებად სახიფათოა;
  • არ დაკავდეთ ერთი და იგივე სპორტით წლის განმავლობაში, მოერიდეთ განმეორებით მოძრაობებს, ერთი კონკრეტული კიდურის ზედმეტად დატვირთვას;
  • ვარჯიშის სხვადასხვა ფორმა გამოიყენეთ - სხეულს სჭირდება როგორც აერობიკა, ისე გაწელვები, წონის აწევა თუ სხვა ტიპის დატვირთვა;
  • ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და შემდეგ დალიეთ წყალი;
  • მოუსმინეთ ორგანიზმს, ნუ დაატანთ თავს ძალას;
  • თუ დაღლილობას იგრძნობთ დაისვენეთ, ნუ წახვალთ ვარჯიშზე თუ შეუძლოდ იქნებით;
  • გაზარდეთ ვარჯიშის ინტენსივობა თანდათანობით - დაუშვებელია პირველივე დღეს ორგანიზმის გადაძაბვა;
  • ყოველი ვარჯიშის წინ და შემდეგ გახურდით, გაიწელეთ, გაიჭიმეთ. აუცილებელია ვარჯიშის დაწყებამდე კუნთების გახურება, ხოლო დასრულებისას გაგრილება;
  • უნდა ჩაიცვათ ფიზიკური აქტივობისთვის რეკომენდებული და ტერფისთვის კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი;
  • თუ აქტივობა მოითხოვს, ყოველთვის დაიხურეთ ჩაფხუტი და შეიმოსეთ სხვა თავდაცვითი აღჭურვილობით.

 

 

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22093-sports-injuries