სპორტული ტრავმების პრევენცია.
სპორტული ტრავმისგან არავინაა დაზღვეული. ტრავმა ვლინდება სხეულის ნებისმიერ არეში.
გარკვეული მეთოდებით ნამდვილად შესაძლებელია მინიმუმამდე შეამციროთ ტრავმის რისკი.
გირჩევთ:
- დაკავდით ისეთი სპორტით ან ფიზიკური აქტივობით, რომელიც ნაკლებად სახიფათოა;
- არ დაკავდეთ ერთი და იგივე სპორტით წლის განმავლობაში, მოერიდეთ განმეორებით მოძრაობებს, ერთი კონკრეტული კიდურის ზედმეტად დატვირთვას;
- ვარჯიშის სხვადასხვა ფორმა გამოიყენეთ - სხეულს სჭირდება როგორც აერობიკა, ისე გაწელვები, წონის აწევა თუ სხვა ტიპის დატვირთვა;
- ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და შემდეგ დალიეთ წყალი;
- მოუსმინეთ ორგანიზმს, ნუ დაატანთ თავს ძალას;
- თუ დაღლილობას იგრძნობთ დაისვენეთ, ნუ წახვალთ ვარჯიშზე თუ შეუძლოდ იქნებით;
- გაზარდეთ ვარჯიშის ინტენსივობა თანდათანობით - დაუშვებელია პირველივე დღეს ორგანიზმის გადაძაბვა;
- ყოველი ვარჯიშის წინ და შემდეგ გახურდით, გაიწელეთ, გაიჭიმეთ. აუცილებელია ვარჯიშის დაწყებამდე კუნთების გახურება, ხოლო დასრულებისას გაგრილება;
- უნდა ჩაიცვათ ფიზიკური აქტივობისთვის რეკომენდებული და ტერფისთვის კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი;
- თუ აქტივობა მოითხოვს, ყოველთვის დაიხურეთ ჩაფხუტი და შეიმოსეთ სხვა თავდაცვითი აღჭურვილობით.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22093-sports-injuries