რა არის მაჯის არხის სინდრომი?
მაჯის არხის სინდრომი გავრცელებული მდგომარეობაა. დიაგნოზისთვის დამახასიათებელია დაბუჟების შეგრძნება, ტკივილი და ჩხვლეტა ხელისა თუ წინამხრის არეში. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მდგომარეობა მძიმდება დროთა განმავლობაში.
ჩივილის შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან თუ არ იმკურნალებთ კიდური ფუნქციას დაკარგავს.
პათოლოგიის გამომწვევი მიზეზია არხის დავიწროება ან მომხრელი კუნთის ამომფენი ქსოვილის შეშუპება - შედეგად წნევა აწვება მედიანურ ნერვს და ფერხდება სისხლის მიწოდების ნორმალური პროცესი. ძირითადად, დაავადება ყალიბდება სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციის ფონზე.
სტატისტიკურად, მაჯის არხის სინდრომით ქალები და ხანდაზმული ადამიანები გაცილებით ხშირად ავადობენ.
პათოლოგიის რისკ-ფაქტორებია:
- გენეტიკა;
- დღის განმავლობაში ხელს ერთსა და იმავე პოზაში იყენებთ, ანუ კიდური ჩართულია ერთნაირ, განმეორებით მოძრაობაში;
- ისეთი პოზა ან აქტივობა, რომელიც არაბუნებრივია ხელისთვის, მაგალითად, კიდური ზედმეტად მოხრილი გაქვთ და სხვა;
- ორსულობისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ცვლილებები;
- ანამნეზში დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი.
მაჯის არხის სინდრომის სიმპტომებია:
- დაბუჟება;
- წვის შეგრძნება;
- ტკივილი;
- ჩხვლეტის შეგრძნება;
- სისუსტე;
- პაციენტს უჭირს ნივთების დაჭერა;
- პერიოდულად შოკის მსგავსი შეგრძნება.
როგორც წესი, სიმპტომები ვითარდება თანდათან და ნიშნები ვლინდება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მაგალითად, არ ფიქსირდება დაზიანება, ანუ ადამიანს არ მიუღია ტრავმა.
პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საწყის ეტაპზე სიმპტომები ჩნდება და შემდეგ ისევ ქრება. თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომები გაცილებით მწვავე და ინტენსიურია.
დისკომფორტი ღამით ჩნდება და პაციენტს ხშირად აღვიძებს ტკივილი თუ სხვა ნიშნები.
წყარო:
https://orthoinfo.aaos.org/en/diseases--conditions/carpal-tunnel-syndrome/