რა არის ძვლის ტკივილი?
ძვლის ტკივილი არის ნებისმიერი ტკივილი ან დისკომფორტი, რომელსაც უჩივით ძვალსა თუ სახსრებში.
ამ სიმპტომს ყურადღება უნდა მიაქციოთ და აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში (მაგალითად, მოტეხილობისას) ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა მარტივია, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზეა შესაძლებელი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება.
თუ ძვლის არეში ტკივილი ძლიერდება და მდგომარეობა არ უმჯობესდება რამდენიმე დღეში, უნდა გაიაროთ სპეციალისტის კონსულტაცია.
ძვალი გტკივათ თუ გრძნობთ ყრუ ტკივილსა და სისუსტეს სხეულის სიღრმიდან. სავარაუდოდ, დაზიანებული მიდამოს გარშემო, კანზეც გექნებათ მგრძნობელობა შეხებისას. ტკივილი გექნებათ მოძრაობის დროს. ტრავმის დროს აღმოცენებული ტკივილი ბასრი და ინტენსიურია - სიმპტომი შეიგრძნობა დაზიანებულ არეში.
ძვლის ტკივილის გამომწვევია ნებისმიერი პათოლოგია თუ ტრავმა, რომელიც აზიანებს ძვალსა და მის გარშემო მდებარე ქსოვილებს.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ტრავმა;
- დაცემა, წაქცევა;
- ოსტეოპოროზი;
- ოსტეოართრიტი;
- ოსტეონეკროზი;
- ოსტეომიელიტი;
- ოსტეოპენია;
- რაქიტი;
- ძვლის კიბო;
- ოსტეოსარკომა;
- ლეიკემია;
- მეტასტაზური კიბო და სხვა პათოლოგიები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24619-bone-pain