რას ნიშნავს სოციალური შფოთვითი აშლილობა?
სოციალური შფოთვითი აშლილობა (ასევე ცნობილია სოციალური ფობიის სახელწოდებითაც) არის დარღვევა, რომლის გამოც ადამიანი თავს არაკომფორტულად გრძნობს საზოგადოებაში, მაგალითად, ვერ ესაუბრება გარშემომყოფებს, უჭირს ახალი ადამიანების გაცნობა, ერიდება თავშეყრის ადგილებს.
ამ დიაგნოზის მქონე პირს ეშინია რომ სხვები გააკრიტიკებენ ან განსჯიან. შეიძლება აცნობიერებდნენ რომ შიში ირაციონალურია, თუმცა ფობიასთან გამკლავება მაინც უჭირთ.
სოციალური შფოთვითი აშლილობის სიმპტომებია:
- გაწითლება;
- გულისრევა;
- ოფლიანობა;
- კანკალი;
- მეტყველების პრობლემა;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- თავბრუსხვევა;
- აჩქარებული გულისცემა.
ფსიქოლოგიური სიმპტომების მაგალითია:
- სოციალური ურთიერთობის წინ და შემდეგ ინტენსიური შიში;
- ერიდება ღონისძიებებს და თუ იძულებულია დაესწროს, ყოველთვის ჩრდილში, უკანა პლანზე ყოფნას ამჯობინებს;
- შიში, რომ რასაც გააკეთებს სამარცხვინო იქნება და აქვს ძლიერი უხერხულობის განცდა;
- ნერვიულობს, რომ სხვები შეამჩნევენ თუ როგორ ძლიერ სტრესშია და რომ თავს უხერხულად გრძნობს;
- სოციალურ აქტივობებში ჩართვისას სითამამე რომ შეემატოს ალკოჰოლს იღებს;
- შფოთვის გამო აცდენს სკოლას ან არ მიდის სამსახურში.
სოციალური ფობიის დროს პიროვნება ერიდება:
- შეკითხვის დასმას;
- სამსახურში გასაუბრებაზე მისვლას;
- შოპინგს;
- საზოგადოებრივი საპირფარეშოთი სარგებლობას;
- ქუჩაში ჭამას;
- ტელეფონზე საუბარს.
სოციალური შფოთვითი აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ფსიქოლოგების აზრით, ხელშემწყობია როგორც ფიზიკური, ისე ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები.
წყარო: