რას ნიშნავს ძვალკუნთოვანი ტკივილი?
ძვალკუნთოვანი ტკივილის დროს პაციენტი უჩივის დისკომფორტს ძვლის, სახსრის, კუნთის, მყესის, იოგის არეში.
თუ ტკივილის გამო დაგიქვეითდათ ცხოვრების ხარისხი და ხელი გეშლებათ ყოველდღიურ აქტივობებში, მიმართეთ ექიმს. მკურნალობის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდება ტკივილი, გაუმჯობესდება პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
ძვალკუნთოვანი ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე, ანუ უეცრად განვითარდეს. ზოგჯერ ტკივილი ქრონიკულია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტკივილი ლოკალიზდება სხეულის ერთ არეში ან ზოგჯერ მთლიან სხეულს მოიცავს.
გამომწვევი მიზეზებია:
- ძვლის მოტეხილობა;
- სახსრის ღრძობა;
- კუნთის გაგლეჯა;
- რამდენჯერმე მიღებული ტრავმა (განმეორებითი დაზიანება);
- სხეულის ცუდი პოზა;
- დაჭიმულობა.
ამ დიაგნოზის დროს პაციენტს აწუხებს შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი და გაშეშება;
- წვის შეგრძნება კუნთის არეში;
- დაღლილობა;
- კუნთის სპაზმი, კრუნჩხვა;
- ტკივილი, რომელიც მწვავდება მოძრაობის ფონზე;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/14526-musculoskeletal-pain