სტრესთან გამკლავებაში ფოტოების გადაღება დაგეხმარებათ

სტრესთან გამკლავებაში ფოტოების გადაღება დაგეხმარებათ

ფოტოგრაფია, როგორც სტრესის წამალი.

სამსახური, ოჯახზე ზრუნვა, გადასახადები, სოციალური ურთიერთობები - ეს სია ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ჩამონათვალი არასდროს სრულდება, ნუსხაში კიდევ რამდენი რამის ჩამატებაა შესაძლებელი. ამასობაში კი სრულიად გაუაზრებლად ვიღებთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესს, რაც არაერთი უსიამოვნო სიმპტომით გვირგვინდება.

რელაქსაციისთვის ყველა ჩვენგანს სხვადასხვა მეთოდი გვაქვს, თუმცა თუ ჯერ არ გიცდიათ ფოტოების გადაღება, ეს რეკომენდაცია ნამდვილად დაგეხმარებათ.

აუცილებელი არაა ბოლო მოდელის ფოტოაპარატი გქონდეთ და მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ადგილას ცხოვრობდეთ - გამოგადგებათ მობილურის კამერაც და თუნდაც თქვენი ეზო მზის ჩასვლის დროს.

ამ ხერხის მიზანია ცოტა ხნით გონება დაასვენოთ, წარსულზე ფიქრსა თუ მომავლის გეგმების შედგენაზე უარი თქვათ; რჩებით მხოლოდ თქვენ, თქვენი კამერა და აწმყო, ახლანდელი დრო, კონკრეტული წუთი და ადგილი.

არ იფიქროთ ფერზე, გამოსახულების სიმკვეთრესა თუ სხვა იმ დეტალებზე, რასაც პროფესიონალი ფოტოგრაფები აქცევენ ყურადღებას - მიმოიხედეთ გარშემო და პირველი რაც მიიქცევს თქვენს ყურადღებას, გადაიღეთ.

უნდა ისეირნოთ და ობიექტივში აღბეჭდოთ სეირნობისას ნანახი საინტერესო კადრები, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო. ფოტოების გადაღების პროცესში ფიზიკურადაც დაიტვირთებით, განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და რაც მთავარია ყურადღებას სხვა თემაზე გადაიტანთ.

თუ იგრძნობთ, რომ ყოველდღიურმა რიტმმა გადაგწვათ, მოიმარჯვეთ კამერა და გადით სუფთა ჰაერზე. არ იფიქროთ კომპოზიციაზე, დატოვეთ სრულყოფილებაზე დარდი სახლში და ისიამოვნეთ გარემოთი.

 

 

 

 

წყარო:

https://sleeklens.com/blog/photography-trends/photography-as-a-stress-relieving-tool-5-tips/