შიში რომ საყვარელი ადამიანი მიგატოვებთ

შიში რომ საყვარელი ადამიანი მიგატოვებთ

რა არის მიტოვების შიში?

დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ პირს ეშინია საყვარელმა ადამიანმა არ მიატოვოს.

ეს შიში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. განცდა შესაძლოა ჩამოყალიბდეს წარსულში გადატანილი შიშის გამო, მაგალითად, ბავშვობაში მშობელმა თქვენზე უარი ხომ არ თქვა ან ზრდასრულ ასაკში სასიყვარულო რომანი არასასურველი ფინალით დასრულდა?

ამ დიაგნოზის მქონე პირს უჭირს ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება თუ შენარჩუნება. მიტოვების შიში იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი აღმართავს კედელს, ანუ ერიდება ნებისმიერ ახლო კონტაქტს, გრძნობების გაღრმავებას.

ეს განცდა არ აწუხებთ მხოლოდ რომანტიკული პარტნიორის მიმართ - შეიძლება გეშინიათ რომ მიგატოვებთ მეგობარი, ახლობელი, ოჯახის წევრი.

მიტოვების შიში გაქვთ თუ გეცნობათ ეს სიმპტომები:

  • კრიტიკის მიმართ ზედმეტად სენსიტიური ხართ;
  • ვერ ენდობით გარშემომყოფებს;
  • გიჭირთ მეგობრების შეძენა;
  • დაშორების თუ დაწუნების შიშის გამო ერიდებით ურთიერთობებს;
  • ძირითადად, არაჯანსაღი ურთიერთობები გაქვთ;
  • სწრაფად ეჯაჭვებით ადამიანებს და ასევე სწრაფად შორდებით;
  • ძალისხმევას არ იშურებთ სხვა ადამიანს რომ ასიამოვნოთ;
  • თუ ურთიერთობა არ გამოდის საკუთარ თავს ადანაშაულებთ;
  • ურთიერთობაში რჩებით მიუხედავად იმისა, რომ არაჯანსაღია და პარტნიორი თქვენს განწყობასა თუ ნერვულ სისტემაზე ტოქსიკურ გავლენას ახდენს.

გამომწვევი მიზეზია წარსულში გადატანილი ცხოვრებისეული მოვლენები, სტრესი, მიტოვება, მაგალითად:

  • ბავშვობაში გარდაგეცვალათ მშობელი ან ძიძა;
  • მშობელი არ ასრულებდა მოვალეობას, არ ზრუნავდა თქვენზე;
  • თანატოლები თქვენთან მეგობრობაზე უარს ამბობდნენ;
  • საყვარელი ადამიანი ხანგრძლივი დროით ავადობდა;
  • რომანტიკულმა პარტნიორმა უეცრად მიგატოვათ ან ურთიერთობა დაასრულა ცუდი მანერით.

მიტოვების შიშმა შესაძლოა დატოვოს ხანგრძლივი უარყოფითი ეფექტი, კერძოდ:

  • ცუდი ურთიერთობა გარშემომყოფებთან;
  • დაბალი თვითშეფასება;
  • ნდობის დაკარგვა;
  • სიბრაზე;
  • ხასიათის ცვლილება;
  • ინტიმური ურთიერთობის, სიახლოვის შიში;
  • შფოთვა;
  • პანიკური აშლილობა;
  • დეპრესია.

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/fear-of-abandonment