როგორ ამოვიცნოთ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა?

როგორ ამოვიცნოთ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა?

კუჭ-ნაწლავიდან მომდინარე სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის მანიშნებელი სიმპტომია.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი უბნიდანაა მოსალოდნელი.

ამ სისტემას ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია - მისი მეშვეობით ხდება საკვების მონელება, ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა, უვარგისი/მავნებელი ნარჩენების გამოყოფა.

სისხლდენის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • კრონის დაავადება;
  • ეზოფაგიტი;
  • გასტრიტი;
  • ქრონიკული მჟავა რეფლუქსი;
  • ღვიძლის კიბო;
  • პანკრეასის კიბო;
  • კუჭის კიბო;
  • პეპტიკური წყლული;
  • საყლაპავის კიბო;
  • ანალური ფისტულა;
  • კოლორექტალური კიბო;
  • დივერტიკულიტი;
  • მსხვილი ნაწლავის პოლიპები;
  • ბუასილი;
  • წყლულოვანი კოლიტი;
  • რექტალური წყლული და სხვა პათოლოგიები.

სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევ დაავადებაზე და პათოლოგიის სიმწვავეზე.

ძირითადი ნიშნებია:

  • მუცლის სპაზმი, კრუნჩხვა;
  • მუქი შეფერილობის განავალი;
  • სისხლი განავალში;
  • ფერმკრთალი კანი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • დაღლილობა;
  • პაციენტი აღებინებს სისხლს ან ამოღებული მასა ყავის მარცვლებს მოგაგონებთ;
  • სისუსტე და დაღლილობა.

მწვავე სისხლდენის დროს სიმპტომები გაცილებით ინტენსიურია და უეცრად ჩნდება.

პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკაში შემდეგი სიმპტომების დროს:

  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
  • შარდვის გაძნელება;
  • აჩქარებული პულსი, გულისცემა;
  • პაციენტს აქვს შეგრძნება თითქოს გული თრთის;
  • შოკი.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23391-gastrointestinal-gi-bleeding