კვების უკმარისობა - რა სიმპტომებით ვლინდება და რა ტიპის გართულებებს იწვევს?

კვების უკმარისობა - რა სიმპტომებით ვლინდება და რა ტიპის გართულებებს იწვევს?

რა არის კვების უკმარისობა?

კვების უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის რაციონში არ არის საკმარისი რაოდენობის კვებითი ღირებულების მქონე, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტები.

გამომწვევი მიზეზებია:

  • თვითნებურად (სპეციალისტის გარეშე) შერჩეული დიეტები;
  • ფინანსური პრობლემები;
  • ორგანიზმს უჭირს საკვების მიღება;
  • ანამნეზში სხვადასხვა ფიზიკური და მენტალური დაავადება.

კვებითი უკმარისობის დიაგნოზი აქვთ ჭარბი წონის მქონე პირებსაც.

როდესაც ადამიანი ცოტას მიირთმევს, იცავს ლიმიტირებულ დიეტას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფიზიკურად ვერ ახერხებს კვებითი ღირებულების მქონე კერძების შეთვისებას, არაერთი პათოლოგიის განვითარების რისკის წინაშეა. ეს დიაგნოზი ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშია.

კვებითი უკმარისობის დროს ორგანიზმში ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტია. გაითვალისწინეთ, შეიძლება საკმარისად მიირთმევდეთ, მაგრამ არაჯანსაღს ან ერთი ტიპის პროდუქტებს, შესაბამისად, ორგანიზმი დგება კვებითი დეფიციტის წინაშე.

კვებითმა უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ჯანმრთელობის ხანმოკლე ან ხანგრძლივი პრობლემები;
  • დასუსტებულ ორგანიზმს გაუჭირდეს დაავადებების დროულად დამარცხება ან ჭრილობების შეხორცება;
  • ინფექციების მაღალი რისკი.

კვების უკმარისობის სიმპტომებია:

  • წონის კლება;
  • უმადობა;
  • დაღლილობა;
  • გაღიზიანება;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • ადამიანს მუდმივად სცივა;
  • დეპრესია;
  • კუნთისა და ქსოვილის მასის განლევა;
  • სხეული კარგავს აუცილებელ ცხიმს;
  • ხშირი ავადობა;
  • გამოჯანმრთელების პროცესი ჭიანურდება.

 

წყარო: 

https://www.medicalnewstoday.com/articles/179316#summary