როგორ მკურნალობენ ტვინის აბსცესს?
დიაგნოსტირებისთვის ექიმი შეისწავლის პაციენტის სამედიცინო ისტორიას, გაეცნობა სიმპტომებს, ჩივილს, დაინტერესდება ხომ არ იმოგზაურეთ ბოლო პერიოდში.
ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს შემდეგი ინფორმაცია:
- გადატანილი გაქვთ თუ არა ინფექცია;
- გაქვთ თუ არა სუსტი იმუნური სისტემა.
აღსანიშნავია, რომ ტვინის აბსცესისთვის დამახასიათებელი ნიშნები ხშირად ჰგავს სხვა დაავადების, ინფექციის სიმპტომებს, შესაბამისად, დიაგნოსტირებას გარკვეული დრო დასჭირდება.
მოწოდებულია შემდეგი ტიპის კვლევები:
- სისხლის ანალიზი;
- კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- ასპირაცია კატე კონტროლით.
მკურნალობის მეთოდებია ან ქირურგიული ჩარევა, ან მედიკამენტოთერაპია.
როდესაც ეჭვი ტვინის აბსცესზეა სასწრაფოდ ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკები - აბსცესი შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში, შესაბამისად, დროულ რეაგირებას მოითხოვს.
თუ კვლევებმა ცხადყო, რომ ინფექცია ვირუსულია და არა ბაქტერიული, ექიმი შეცვლის კურსს.
მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია შემდეგზე:
- აბსცესის მოცულობა;
- რამდენი აბსცესია წარმოქმნილი;
- აბსცესის გამომწვევი მიზეზი;
- პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
თუ აბსცესი 2 სანტიმეტრზე დიდია ექიმი საჭიროდ ჩათვლის ასპირაციას, დრენირებას ან ამოკვეთას.
რამდენიმე აბსცესის შემთხვევაში ქირურგი გასცემს ასპირაციის რეკომენდაციას.
აუცილებელია ანამნეზში დაფიქსირებული ნებისმიერი პირველადი ინფექციის (მაგალითად, ფილტვის, მუცლის ღრუს, ცხვირის) მართვა.
ოპერაცია საჭიროა თუ:
- ტვინში წნევა იზრდება;
- აბსცესი არ ექვემდებარება მედიკამენტებით მკურნალობას;
- აბსცესში აირია;
- აბსცესის გასკდომის რისკია.
წყარო: