როგორ დავიმუშავოთ მსუბუქი ჭრილობა და თავიდან ავიცილოთ ინფიცირება?
მსუბუქი, პატარა ზომის ჭრილობის დამუშავება შესაძლებელია სახლის პირობებში. ამასთან, გარკვეული მეთოდებით მინიმუმამდე შეამცირებთ დაზიანებული არეს ინფიცირების რისკს, დააჩქარებთ შეხორცების პროცესს.
რეკომენდებულია:
- ჭრილობის დამუშავების წინ და შემდეგ ხელები დაიბანეთ საპნით;
- როგორც კი კანი გაგეჭრებათ, ჭრილობა მაშინვე უნდა დაიბანოთ გამდინარე წყლით, რამდენიმე წუთის განმავლობაში;
- ჭრილობის გარშემო კანი თბილი წყლით გაისუფთავეთ - თუ არ გაქვთ წყალი გაიწმინდეთ ალკოჰოლის შემცველი ხელსახოცით;
- წყლით გასუფთავების შემდეგ ჭრილობა უნდა გაშრეს ბუნებრივად, ჰაერზე - არ შეიმშრალოთ ნაჭრით;
- თუ სისხლი მოგდით, ჭრილობაზე სუფთა ქსოვილი დაიფინეთ და დააწექით სისხლდენა რომ შეჩერდეს;
- საპნიანი წყლით კანის ჩამობანვის პროცესში საპონი არ უნდა ჩავიდეს ჭრილობაში;
- აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 1-2 დღეში;
- სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას ინფექციის ნიშნების შემთხვევაში.
მწვავე ჭრილობა
დიდი ზომის, მწვავე ინფიცირებული ჭრილობის მკურნალობა დაუშვებელია სახლის პირობებში, მსგავს კლინიკურ შემთხვევებში დაზიანებული მიდამოს დამუშავების უფლება აქვს მხოლოდ ექიმს.
თუ ჭრილობას აქვს გამონადენი ან ერთგვარი წითელი ძარღვები, პაციენტი თავს გრძნობს ცუდად და გამოხატულია ინფექციის ნიშნები, აუცილებელია ჰოსპიტალიზირება.
ბაქტერიული ინფექციის დიაგნოსტირების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი ტიპის ანტიბიოტიკები.
ღრმა ან დიდი ზომის ჭრილობა დახურვას საჭიროებს.
იარა ქირურგიულად მუშავდება თუ ჭრილობა შეიცავს ბინძურ ქსოვილს.
ცხოველის ნაკბენი ან ჟანგიანი თუ ბინძური ნივთით გაკაწრული ჭრილობა ტეტანუსის რისკს ზრდის, შესაბამისად, მსგავსი იარის დროს მოწოდებულია ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/325040#prevention-and-treatment