რა არის ენცეფალოპათია?
ტერმინი ენცეფალოპათია მოიცავს იმ ნებისმიერ დაავადებას, რომელიც აზიანებს მთლიან ტვინს, ცვლის მის სტრუქტურას და იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს მენტალურ ფუნქციონირებაში.
სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ადამიანიდან ადამიანზე. ძირითადი ნიშნებია:
- მეხსიერების დაკარგვა;
- კონცენტრაციისა და აზროვნების უნარის დაქვეითება;
- გაღიზიანება;
- აგრესია;
- იმპულსური ქცევა.
ზოგიერთ პაციენტს აწუხებს შემდეგი სიმპტომები:
- კუნთის უნებლიე კრუნჩხვა;
- უჭირს საუბარი;
- ყლაპვის გაძნელება;
- თვალის უჩვეულო მოძრაობა;
- კანკალი;
- კუნთის სისუსტე;
- შეტევა;
- ცნობიერების დაკარგვა.
ექიმები განასხვავებენ პათოლოგიის რამდენიმე ფორმას, მაგალითად, ენცეფალოპათია შესაძლოა იყოს მწვავე ან ქრონიკული.
ზოგჯერ ყალიბდება სხვა ქრონიკული დაავადების (ღვიძლის დაავადება) ფონზე.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ენცეფალოპათიის ეპიზოდის მიზეზია ინფექცია, ალკოჰოლი, მედიკამენტი, ორგანიზმში ელექტროლიტების დისბალანსი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლდენა.
ენცეფალოპათიამ შესაძლებელია მუდმივად დააზიანოს ტვინი ან დაავადებამ ჩაიაროს ამ ორგანოს დაზიანების გარეშე - ზოგჯერ ფატალურად სრულდება.
ენცეფალოპათია ცალკეული დაავადება არ არის, გააჩნია გამომწვევ მიზეზთა ფართო დიაპაზონი.
რისკ-ფაქტორებია:
- ინფექციები;
- ტრავმა თავის არეში (კონტაქტური სპორტის დროს);
- ძლიერი სისხლდენა, რომლის გამოც ტვინში ჟანგბადის მიწოდების უნარი ფერხდება;
- ვიტამინების დეფიციტი;
- ვირუსები;
- ავტოიმუნური დაავადებები;
- ტვინის სიმსივნე;
- ალკოჰოლი;
- რადიაცია;
- ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი.
წყარო:
https://www.healthdirect.gov.au/encephalopathy