სპორტული ტრავმა გავრცელებულია და მისგან არავინაა დაზღვეული.
ტრავმამ შესაძლოა დააზიანოს სხეულის ნებისმიერი არე - ძირითადად, ზიანდება ძვალი, კუნთი, მყესი, იოგი და სხვა სტრუქტურა.
მსუბუქი დაზიანების მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა მწვავე ტრავმის დროს აუცილებელია პაციენტის მდგომარეობა შეაფასოს ექიმმა; ზოგიერთი კლინიკური შემთხვევა მოითხოვს ფიზიოთერაპიას და ქირურგიულ ჩარევასაც კი.
სპორტული ტრავმის რისკი მაღალია, როცა:
- ადამიანი არ არის სათანადო ფორმაში;
- არ აცვია ფიზიკური აქტივობის შესაბამისად, მაგალითად, არ ახურავს დამცავი ჩაფხუტი და სხვა;
- ვარჯიშობთ გახურების გარეშე და ვარჯიშის დასრულების შემდეგ არ ადუნებთ, არ აგრილებთ კუნთებს;
- დაკავებული ხართ კონტაქტური სპორტით;
- გიზიდავთ ისეთი აქტივობა, რომელიც მოიცავს ხტუნვას, სირბილს, სხეულის პოზის სწრაფ ცვლილებას.
ყველაზე გავრცელებული სპორტული ტრავმებია:
- ძვლის მოტეხილობა;
- ხრტილის გაწყვეტა/გაგლეჯა;
- ნაღრძობები;
- მყესის ქსოვილის დისტროფია;
- დაჭიმულობა.
გამომწვევი მიზეზებია:
- დაცემა, წაქცევა;
- არასწორი ვარჯიში;
- ვარჯიშისთვის შეუფერებელი ფეხსაცმელი;
- ორგანიზმი შეუჩვეველია ვარჯიშს და ადამიანი თვითნებურად შერჩეული პროგრამით, პროფესიონალის გარეშე, მაღალი ინტენსივობით იწყებს დატვირთვას.
სპორტული ტრავმისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ტკივილი;
- სისხლჩაქცევა;
- ძვლის, სახსრის დეფორმაცია;
- გიჭირთ ფეხზე გადაიტანოთ სხეულის წონა;
- დაზიანებულ არეში კანი შეხებისას თბილია, გრძნობთ სიმხურვალეს;
- გაშეშება, დაჭიმულობა;
- შეშუპება;
- გიჭირთ მოძრაობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22093-sports-injuries