რა უნდა იცოდეთ ძვალკუნთოვანი დარღვევის შესახებ?
ეს არის დაავადება, რომელიც აზიანებს კუნთებს, ძვალსა და სახსრებს.
მოიცავს შემდეგ დაავადებებს:
- ტენდინიტს;
- მაჯის არხის სინდრომს;
- ოსტეოართრიტს;
- რევმატიულ ართრიტს;
- ფიბრომიალგიას;
- ძვლის მოტეხილობას.
ძვალკუნთოვანი პათოლოგიები გავრცელებულია - დაავადების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.
დისფუნქციის ხარისხი და სიმწვავე ინდივიდუალურია, მაგალითად, ზოგიერთ პაციენტს აწუხებს ტკივილი ან დისკომფორტი, ზოგიერთს კი უჭირს ყოველდღიური აქტივობების შესრულება.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი;
- სახსრის რიგიდულობა;
- შეშუპება;
- ყრუ ტკივილი.
დაავადების რისკ-ფაქტორებია: ოჯახური ანამნეზი, ასაკი, ცხოვრების სტილი, ფიზიკური აქტივობის დონე.
ძვალკუნთოვანი სისტემის დაზიანებას ხელს უწყობს გარკვეული პირობები:
- ერთსა და იმავე პოზაში ჯდომა, ყოველდღე;
- მძიმე ნივთების აწევა;
- სხეულის ცუდი, არასწორი პოზა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/musculoskeletal-disorders#symptoms