როდის ძველდება კოსმეტიკა და აზიანებს კანს?

როდის ძველდება კოსმეტიკა და აზიანებს კანს?

ყურადღება მიაქციეთ ვადას!

კოსმეტიკური ნაწარმის ხანგრძლივი დროით, რეკომენდებულზე დიდხანს გამოყენება დაუშვებელია, რადგან ვადაგასული პროდუქცია აზიანებს კანის სტრუქტურას, ხდება ინფექციის კერა, იდეალური თავშესაფარი ბაქტერიებისთვის.

ტუში

უნდა შეცვალოთ ყოველ 4-6 თვეში ან მაშინვე, როდესაც გაშრება და მასაში შენიშნავთ დეპოზიტებს, შეეცვლება სუნი.

ლაინერი

ვადა 1 წლით აქვს.

ფანქარი ლაინერი უნდა შეცვალოთ თუ წვერი გახდება ცხიმისებრი ან ზედაპირზე ფორმირდება თეთრი ფენა.

სველი ლაინერი სასურველია განაახლოთ ყოველ 6 თვეში. ვადა გაუვიდა თუ გახდა სქელი და მიიღო სპეციფიკური სუნი.

მაკიაჟის ფუძე

შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 წლის განმავლობაში თუ ზედმიწევნით დაიცავთ ოქროს წესს, ანუ მოარიდებთ მზის სინათლეს და სიცხეს.

მასის სახეზე დასატანად გამოიყენეთ ყურის ჩხირი. თუ მასის გასანაწილებლად იყენებთ ბალიშს (ერთგვარი სპუნჯი), იგი უნდა გარეცხოთ ყოველ კვირას.

რუმიანა და თვალის ჩრდილი

შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 წლიდან 2 წლამდე ვადით.

ტუჩსაცხი

ტუჩსაცხი უნდა შეცვალოთ ყოველ 8 თვეში.

თუ ტუჩსაცხი მაშინ წაისვით, როდესაც გქონდათ ჰერპესი ან სხვა ტიპის ინფექცია, ჩათვალეთ უკვე უვარგისია და უნდა გადააგდოთ.

მაკიაჟის ფუნჯები

ვადა აქვს 1 ან მეტი წლის განმავლობაში, დამოკიდებულია ტიპზე.

 

 

 

წყარო:   

https://www.health.com/beauty/when-to-throw-away-makeup