როდესაც სიყვარული ფსიქიკური პრობლემა ხდება.
აკვიატებული სიყვარულის დროს ადამიანი სასურველ პიროვნებას ობიექტად და საკუთრებად აღიქვამს. თუ დროულად არ მოხდა სიმპტომის მართვა, აკვიატება ძალადობაშიც შეიძლება გადაიზარდოს.
ამ შეგრძნების დროს პირი საყვარელ ადამიანს თანასწორად არ აღიქვამს, მაქსიმალურად ცდილობს თავი მის მფლობელად, მეპატრონედ წარმოაჩინოს. თუ ჯანსაღი სიყვარულის დროს ყველაფერს აკეთებთ საყვარელი ადამიანის გასაბედნიერებლად, აკვიატების შემთხვევაში მის გამოყენებას იწყებთ.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ სიყვარულის კანდიდატი რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს, მაგალითად, ამ დიაგნოზის მქონე პირს ძლიერი გრძნობა შესაძლოა გაუჩნდეს სრულიად უცნობი ადამიანისა და ცნობილი ვარსკვლავის მიმართ.
აკვიატებული სიყვარულის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ეროტომანია;
- მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა;
- მიჯაჭვულობა;
- წარსულში საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ და ტრავმა განვითარდა;
- გეშინიათ რომ მიგატოვებენ;
- ანამნეზში სხვა მენტალური დაავადებები;
- ზოგიერთი ადამიანისთვის ამ ტიპის გრძნობა სოციალურ და კულტურულ ნორმად ითვლება.
წყარო: