შეგიმჩნევიათ, რომ სურდოს მსგავსი გამონადენი გიჩნდებათ ზოგიერთი საკვების მიღების შემდეგ?
ცხვირიდან გამონადენი ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა გაციების, გრიპისა თუ ალერგიის მიმართ, თუმცა ზოგჯერ ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზი საკვებია.
მდგომარეობა ცნობილია გემოვნებითი, გემოსმიერი რინიტის სახელწოდებით - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში რეაქცია ჩნდება ცხარე პროდუქტების ფონზე. ზოგიერთი საკვები ძლიერი სტიმულია სამწვერა ნერვისთვის.
ცხვირი მხოლოდ ყნოსვის ორგანო არ არის - იგი ასევე შეიცავს ლორწოს წარმომქმნელ ნერვს, რომელიც ტენიანობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ჰაერის დინების რეგულირების პროცესს. გემოსმიერი რინიტი ხშირია 50 წელს გადაცილებულ პირებში და ამის მიზეზი უცნობია.
ამ ტიპის რინიტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- სურდო;
- ცხვირის შეგუბება;
- გამჭირვალე გამონადენი;
- ნახველი ყელში.
ცხვირიდან გამონადენის მიზეზი შესაძლოა გახდეს შემდეგი პროდუქტები:
- ცხარე კერძები;
- წიწაკა;
- ნიორი;
- ჯანჯაფილი;
- სანელებლები;
- ცხელი სოუსი.
თუ ეს დიაგნოზი გაქვთ, შეამჩნევდით, რომ სიმპტომი მაშინვე ქრება როგორც კი ცხარე საკვების ჭამას მორჩებით.
წყარო: