მუცლის ბუყბუყი - გამომწვევი მიზეზები

მუცლის ბუყბუყი - გამომწვევი მიზეზები

რა იწვევს მუცლის ბუყბუყს?

მუცლის ბუყბუყი ბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა თუ ამ ხმას თან ახლავს სხვა რომელიმე სიმპტომიც, სავარაუდოდ, ორგანიზმი ჯანმრთელობის პრობლემაზე მიგანიშნებთ.

ნაწლავის ხმიანობა, ანუ მუცლის ბუყბუყი, არის ხმა, რომელსაც მსხვილი და წვრილი ნაწლავი საჭმლის მონელების პროცესში წარმოქმნის.

უმეტესად ბუყბუყის ხმის მიზეზია მონელების პროცესში საკვებისა და სითხის მოძრაობა, ასევე ჰაერი ნაწლავებში. ხშირად ბუყბუყის ხმა გესმით მაშინ, როდესაც მშიერი ხართ, კუჭი ცარიელი გაქვთ.

თუ მხოლოდ ბუყბუყი გესმით ნორმალურია, ანუ საჭმლის გადამუშავების პროცესი ადეკვატურად მიმდინარეობს, თუმცა თუ ამ ხმას სხვა სიმპტომებიც ერთვის, მდგომარეობა საყურადღებოა.

ეს სიმპტომებია:

  • ჭარბი რაოდენობით აირები;
  • სიცხე;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ხშირი დიარეა;
  • შეკრულობა;
  • სისხლიანი განავალი;
  • გულძმარვა;
  • უმიზეზო, აუხსნელი წონის კლება;
  • სისავსის შეგრძნება.

ნაწლავის ჰიპერაქტიური ხმის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • კრონის დაავადება;
  • კვებითი ალერგია;
  • დიარეა;
  • კუჭ-ნაწლავის სისხლდენა;
  • ინფექციური ენტერიტი;
  • წყლულოვანი კოლიტი.

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/abdominal-sounds#how-to-stop-it