ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ყველა ადამიანს გამოუცდია ზურგის ტკივილი.
მსოფლიოში 16 მილიონზე მეტ პაციენტს ქრონიკული ზურგის ტკივილი სტანჯავს, რომელიც თვეებისა და წლების მანძილზე გრძელდება.
ზურგის ტკივილის გამომწვევი და გავრცელებული დიაგნოზებია:
- სპინალური სტენოზი;
- კიფოზი;
- სკოლიოზი;
- ოსტეოართრიტი;
- სპორტული ტრავმები.
თუმცა ზურგის ტკივილს მხოლოდ ტრავმა და დაავადება არ იწვევს - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დამნაშავეა მავნე ჩვევა.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ჩვევას, რომელიც ვნებს ხერხემალს და იწვევს სიმპტომებს:
- თითქმის მთელი დღის განმავლობაში ზიხართ, უმოძრაოდ ხართ;
- ეწევით;
- თქვენი ცხოვრების სტილი არააქტიურია;
- იკვებებით არაჯანსაღი პროდუქტებით;
- ხშირად გიწევთ მძიმე ნივთების აწევა;
- ძველ, არაკომფორტულ, მოხრილ მატრასზე გძინავთ;
- მსუქანი ხართ;
- სტრესი.
წყარო:
https://www.mcnultyspine.com/blog/bad-habits-that-are-hurting-your-spine