სითხის შეკავება

სითხის შეკავება

სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები.

სითხის შეკავება ყალიბდება მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილი, არე შუპდება დაგროვილი სითხის შედეგად. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჩნდება ფეხის არეში.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • კანქვეშა შეშუპება;
  • კანი იძენს პრიალა იერს და შეხებისას იგრძნობა დაჭიმულობა;
  • კანი კარგავს ნორმალურ შეფერილობას;
  • კიდურების ტკივილი;
  • წონის მატება;
  • დაზიანებული არე ზომაში იზრდება.

სითხის შეკავებისას პაციენტს აწუხებს ტკივილი შეშუპებულ ადგილზე. შესაძლოა გაგიჭირდეთ მოძრაობაც.

თუ სითხის შეკავება ჩამოყალიბდა ფილტვში, პაციენტს აწუხებს გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა.

თუ შენიშნეთ ეს სიმპტომები, სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას.

სითხის შეკავება შესაძლოა ჩამოყალიბდეს რიგი დაავადებების გამო, კერძოდ, ეს პათოლოგიებია:

  • გულის უკმარისობა ან კარდიომიოპათია;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადება;
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
  • კვებითი უკმარისობა;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ციროზი;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • ფეხის არეში ცხიმის დაგროვება;
  • ლიმფური სისტემის პრობლემები;
  • დამწვრობა ან სხვა ტიპის ტრავმა;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი მოვლენა).

სითხის შეკავების რისკი მაღალია თუ ადამიანი ჭარბწონიანი, მსუქანია.

ზოგჯერ ვლინდება ორსულების ორგანიზმშიც.

 

 

წყარო:  

https://www.healthdirect.gov.au/fluid-retention