რა არის ტვინის აბსცესი?
ტვინის აბსცესი ტრავმის ან ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებული ჩირქია - მდგომარეობა სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშია.
პათოლოგიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- თავის ტკივილი;
- სიცხე;
- შეტევა;
- გულისრევა და ღებინება.
კლინიკურ შემთხვევათა 65%-ში გამოხატულია გარკვეული ტიპის ცვლილებები მენტალურ სტატუსში, კერძოდ:
- დაბნეულობა;
- ძილიანობა და მოდუნება;
- გაღიზიანება;
- დაქვეითებულია კონცენტრაციის უნარი;
- შენელებულია რეაქცია;
- ფიქრის, აზროვნების უნარის დაქვეითება;
- კომა.
ტვინის აბსცესის დიაგნოზის დროს, 50-65%-ში, ფიქსირდება ნევროლოგიური სირთულეები. ნევროლოგიური დარღვევის ნიშნები თან ახლავს თავის ტკივილს და ვითარდება რამდენიმე დღისა თუ კვირის განმავლობაში.
შესაძლოა გამოვლინდეს:
- კუნთის სისუსტე;
- სხეულის ერთ არეში სისუსტე ან პარალიზი;
- მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ცუდი კოორდინაცია.
ტვინის აბსცესი ყალიბდება ინფექციის, ტვინის ქსოვილის დაზიანების, წნევის ფონზე.
თუ თავის ტკივილი უეცრად გამწვავდა, სავარაუდოა რომ აბსცესი გასკდა.
წყარო: