რბილი ქსოვილის ტრავმა

რბილი ქსოვილის ტრავმა

რბილი ქსოვილის დაზიანება არის ტრავმა ან ზედმეტი დატვირთვა კუნთის, მყესისა თუ იოგის არეში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია უეცარი, უკონტროლო მოძრაობა, მაგალითად, კოჭის გადაბრუნება. ზოგჯერ ყალიბდება ზედმეტი ფიზიკური აქტივობის, სხეულის გადატვირთვის, ქრონიკული დაღლილობის ფონზე.

სიმპტომები

რბილი ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში ჩნდება ტკივილი და შეშუპება. ტრავმის შედეგად ყალიბდება დაჭიმულობა.

სისხლჩაქცევა მოსალოდნელია 24-48 საათის განმავლობაში.

გამოჯანმრთელების პროცესი დამოკიდებულია ტრავმის ხარისხზე, მაგალითად:

  • პირველი ხარისხის ტრავმის დროს რეაბილიტაციის პროცესი მოიცავს ერთ ან 2 კვირას;
  • მეორე ხარისხის ტრავმა საჭიროებს 3 ან 4 კვირას;
  • მესამე ხარისხის შემთხვევაში გაცილებით ხანგრძლივი პერიოდია საჭირო.

რეაბილიტაციის პროცესი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და ტრავმის დონეზე.

პირველი 48-72 საათის განმავლობაში დაუშვებელია:

  • დაზიანებულ არეში ხელოვნურად გამოიწვიოთ სიმხურვალე (შედეგად ჩამოყალიბდება შეშუპება);
  • მიიღოთ ალკოჰოლი (ალკოჰოლური სასმელი შეანელებს გამოჯანმრთელების პროცესს, დააჩქარებს შეშუპებას);
  • მასაჟი (ტრავმირებულ არეს მეტად დაამძიმებთ, გაცილებით მეტ ზიანს მიაყენებთ).

 

 

 

წყარო:   

https://thephysiotherapyclinics.com/soft-tissue-injuries/