ინფიცირებული ჭრილობა - რომელი სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

ინფიცირებული ჭრილობა - რომელი სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

ინფექცია ყალიბდება მაშინ, როდესაც ბაქტერია ან სხვა პათოგენეზი ჭრილობაში იჭრება.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, ჭრილობის ტიპზე, ინფექციის ხარისხზე. მსუბუქი ინფექციის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა მწვავე სიმპტომებისა და რთული მდგომარეობის დროს აუცილებელია პაციენტის მოთავსება კლინიკაში.

როგორ ამოვიცნოთ ინფიცირებული ჭრილობა, რომელ სიმპტომს მივაქციოთ ყურადღება?

ინფიცირებული ჭრილობის დროს პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, სიმპტომები მწვავდება - სწორედ ეს მდგომარეობა განიშნებთ რომ ჭრილობა რთულდება. მაგალითად, თუ ტკივილი, შეშუპება, სიწითლე არ ალაგდა და სიმპტომები პირიქით გამწვავდა, საქმე გაქვთ ინფექციასთან. ინფექციის შეჭრის შემთხვევაში პაციენტები ხშირად ამჩნევენ სიწითლეს ჭრილობის გარშემო.

ჭრილობის ინფიცირების დროს ვლინდება სხვა სიმპტომებიც, კერძოდ:

  • ჭრილობის გარშემო კანზე შეიგრძნობა სიმხურვალე;
  • ყვითელი ან  მწვანე გამონადენი ჭრილობიდან;
  • ჭრილობას აქვს უსიამოვნო სუნი;
  • ჭრილობის გარშემო კანზე ჩნდება წითელი ზოლები, ხაზები;
  • სიცხე და კანკალი;
  • ტკივილი;
  • გულისრევა და ღებინება.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ჭრილობა და შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  • ჭრილობა არის ღრმა და დიდი ზომის;
  • გამოვლინდა ინფექციის ნიშნები;
  • გიჭირთ ჭრილობის დამუშავება, გაწმენდა, მაგალითად, ვერ იცილებთ ნამსხვრევებს, ბალახს, ქვიშას თუ სხვა რომელიმე უცხო სხეულს;
  • ჭრილობა ჩამოყალიბდა ბინძური თუ ჟანგიანი საგნის, ნაკბენის გამო;
  • ვერ აჩერებთ სისხლდენას.

 

 

წყარო:    

https://www.medicalnewstoday.com/articles/325040#symptoms