რა არის ფიზიოთერაპია?

რა არის ფიზიოთერაპია?

რა დანიშნულება აქვს ფიზიოთერაპიას?

ფიზიოთერაპიული მკურნალობის კურსი მოწოდებულია ნევროლოგიური დაავადებების და სხვა არაერთი პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის, ასევე რეკომენდებულია გადატანილი ფიზიკური ტრავმის შემდგომ.

ფიზიოთერაპია პაციენტებს ტკივილის შემსუბუქებასა და მოძრაობის უნარის აღდგენაში, ტრავმირებული კიდურის ფუნქციის გაუმჯობესებაში ეხმარება.

ამ მეთოდით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ადამიანის ფიზიკური ფუნქციები, ცხოვრების ხარისხი.

ფიზიოთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია შემდეგი მდგომარეობების მართვის პროცესში:

  • კარდიოპულმონალური დაავადებები;
  • პათოლოგიები, რომელიც აზიანებს ხელებს;
  • ძვალკუნთოვანი დისფუნქცია;
  • ნევროლოგიური პათოლოგიები;
  • პედიატრიული დაავადებები;
  • სპორტით გამოწვეული ტრავმები;
  • დამწვრობები;
  • ჭრილობების რეაბილიტაცია;
  • შარდის შეუკავებლობა, ლიმფედემა და სხვა პათოლოგიები.

ფიზიოთერაპიის დადებითი შედეგის მაგალითებია:

  • ტკივილის მართვა, ტკივილის შემსუბუქება (პაციენტს გაცილებით იშვიათად სჭირდება ტკივილგამაყუჩებელი, დოზაც მცირეა);
  • აღარ დგება ქირურგიული ჩარევის საჭიროება;
  • უმჯობესდება მოძრაობის უნარი;
  • ტრავმირებული უბანის აღდგენა;
  • ასაკობრივი ჯანმრთელობის პრობლემების მართვა;
  • დაავადების პროგრესირების შენელება, ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენცია.

 

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/160645#summary