რას ნიშნავს ცივი თერაპია?
ცივი თერაპია, ანუ კრიოთერაპია სხეულის მკურნალობაა გაგრილებით - ამ მეთოდით მცირდება ანთება; ეფექტურია ტრავმის, ტკივილის დროს.
ცივი თერაპიის დროს ქსოვილში გახვეულ ყინულს დაზიანებულ/ტრავმირებულ არეზე იდებენ და ამ გზით აყუჩებენ ტკივილს, ამცირებენ შეშუპებას. ხელოვნურად დაწეული ტემპერატურის გამო, კონკრეტულ მიდამოში ქვეითდება სისხლის დინების პროცესი.
ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება სახსრის, მყესის მიდამოში.
ცივი თერაპიით მკურნალობის მეთოდებია:
- ყინულის პაკეტი;
- გრილი სითხის სპრეი;
- მასაჟი ყინულის გამოყენებით;
- ყინულის აბაზანა და სხვა.
ცივი თერაპია დაუშვებელია იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ დაქვეითებული შეგრძნებები, მაგალითად, თუ გიჭირთ ადეკვატურად აღიქვათ ტემპერატურა, ვერ მიხვდებით რამდენად ცივია ქსოვილი თუ წყალი თქვენი სხეულისთვის, რაც თავისთავად სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს.
დაუშვებელია ცივი თერაპია კუნთის ან სახსრის დაჭიმულობის დროს.
ეს მეთოდი არ უნდა გამოიყენოთ თუ ანამნეზში გაქვთ სისხლის ცუდი ცირკულაცია.
სახლში მკურნალობისას არასდროს დაიდოთ ყინული ან ყინულის პაკეტი პირდაპირ კანზე - ყინული ყოველთვის ქსოვილში უნდა იყოს გახვეული. როდესაც ყინული სხეულთან პირდაპირ კონტაქტში შედის, ზიანდება კანის სტრუქტურა და ქსოვილები.
ამასთან, ცივი თერაპია რეკომენდებულია მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. ისარგებლეთ დღეში რამდენჯერმე და თითო სეანსი მაქსიმუმ 10-15 წუთი უნდა გრძელდებოდეს. სასურველია დაზიანებული არე, მაგალითად, კიდური, პარალელურად მაღლა გქონდეთ აწეული.
წყარო:
https://www.healthline.com/health/chronic-pain/treating-pain-with-heat-and-cold#takeaway