რა იწვევს წელის ტკივილს?

რა იწვევს წელის ტკივილს?

გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები.

წელის ტკივილი გავრცელებული ჩივილია. დისკომფორტი შესაძლოა გაჩნდეს ტრავმისა თუ დაავადების ფონზე.

ტკივილი შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში წელის ტკივილი მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, მაგალითად, ადამიანს უჭირს სიარული, ძილი, ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. როგორც წესი, სიმპტომი მსუბუქდება დასვენების, ტკივილგამაყუჩებლისა და ფიზიოთერაპიის დახმარებით, თუმცა ზოგჯერ ზურგის ტრავმა ან პათოლოგია ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი. 30 წელს გადაცილებული პირები ხშირად უჩივიან ზურგის ტკივილს;
  • წონა. სიმსუქნე, ჭარბი წონა სერიოზული გამოწვევაა ხერხემლისთვის;
  • არააქტიური ცხოვრების წესი, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, თამბაქოს ხშირი მოხმარება;
  • დასუსტებული კუნთი;
  • თუ ხშირად გიწევთ მძიმე ნივთის აწევა ან წინ გადახრა;
  • სტრუქტურული პრობლემები;
  • ოსტეოართრიტის, კიბოსა და სხვა დაავადებების ოჯახური ანამნეზი;
  • დეპრესია და შფოთვა.

წელის ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ შემდეგი მიზეზების გამო:

  • ზურგის დაჭიმულობა;
  • მოტეხილობა;
  • დისკის პრობლემა;
  • სპინალური სტენოზი;
  • ართრიტი;
  • ხერხემლის სიმსივნე, ინფექცია;
  • თირკმლის კენჭები;
  • აორტის ანევრიზმა;
  • სპონდილოლისთეზი.

 

წყარო:       

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/7936-lower-back-pain