მიოზიტი - რა სიმპტომებით ვლინდება კუნთის ანთება?

მიოზიტი - რა სიმპტომებით ვლინდება კუნთის ანთება?

რა არის მიოზიტი?

მიოზიტი დაავადებაა, რომლის გამოც იმუნური სისტემა თავს ესხმის, ვნებს კუნთებს; შედეგად ყალიბდება ქრონიკული ანთება.

მიოზიტი, ძირითადად, აზიანებს შემდეგი ორგანოების კუნთებს:

  • ფეხი და თეძო;
  • მხარი და მკლავი;
  • მუცელი და ხერხემალი.

არსებობს მიოზიტის რამდენიმე ფორმა და თითოეულ ტიპს თავისი დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.

ექსპერტებმა დაავადების ჩამოყალიბების  ზუსტი მიზეზი არ იციან - ჯერჯერობით არ არსებობს კუნთის ანთების განკურნების მეთოდი, თუმცა შესაძლებელია მკურნალობა სიმპტომურად. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ეფექტურია ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა.

კუნთის ანთებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • კუნთის სისუსტე;
  • სახსრისა და კუნთის ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • შეშუპება;
  • სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
  • არითმია.

სიმპტომური ეპიზოდის დროს პაციენტს უჭირს მოძრაობა და ყოველდღიური რიტმის შემადგენელი აქტივობების შესრულება, ადვილად იღლება, აქვს შეგრძნება რომ ვერ აკონტროლებს კიდურებს.

 

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24170-myositis