როგორ ცვლის ჯანმრთელობის მდგომარეობას მობილურით დიდხანს სარგებლობა

როგორ ცვლის ჯანმრთელობის მდგომარეობას მობილურით დიდხანს სარგებლობა

რამდენიმე ნიშანი, რომ მობილურს ზედმეტად დიდ დროს უთმობთ.

თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ბევრი ადამიანის დღე იწყება მობილურში სოციალური ქსელების დათვალიერებით თუ სხვა ინფორმაციის შემოწმებით. მობილური ტელეფონი თანამედროვე ფუნქციებიდან გამომდინარე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ შეტყობინების გაგზავნის თუ ახლობელ ადამიანთან განხორციელებული ზარის საშუალება - იგი, ფაქტობრივად, ჩვენი პატარა სამყაროა.

ადეკვატური დოზით მობილურით სარგებლობა საფრთხეს არავის უქმნის, თუმცა როდესაც დიდ დროს ატარებთ ეკრანთან, ჯანმრთელობის რიგი პრობლემების რისკი იზრდება.

რამდენიმე ნიშანი, რომ მობილურთან ზედმეტად დიდ დროს ატარებთ:

  • თვალების დაძაბულობა, სტრესი მხედველობის ორგანოზე;
  • თავისა და კისრის ტკივილი;
  • მომატებული შფოთვის დონე;
  • უძილობა;
  • ცერა თითის ტკივილი;
  • რეალურ სივრცეში ადაპტირება გიჭირთ, ფაქტობრივად, აიგნორებთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს;
  • დაქვეითებული თვითშეფასება. ხშირად ადარებთ საკუთარ გარეგნობას თუ ცხოვრების სტილს სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებსა და ვიდეო მასალაზე ასახულ ადამიანებს.

 

წყარო:

https://kingstoncollege.org/spending-too-much-time-on-phone/