რას ნიშნავს უნებლიე, უმიზეზო წონის კლება?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს კილოგრამები მაშინაც კი აკლდება, როდესაც არ იცავს დიეტას, არ ვარჯიშობს და რადიკალურად არც მისი ცხოვრების რიტმი შეცვლილა. გამოდის რომ ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული პათოლოგიური პროცესის ფონზე ადამიანი უნებლიედ კარგავს წონას.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
უნებლიე, უმიზეზო, აუხსნელი წონის კლებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა დიაგნოზი განსაკუთრებით გავრცელებულია 65 წელს გადაცილებულ პირებში.
გამომწვევი მიზეზებია:
- ზედმეტად აქტიური ან პასიური ფარისებრი ჯირკვალი;
- კიბო;
- კრონის დაავადება;
- გულის უკმარისობა;
- ედისონის დაავადება;
- პარკინსონის დაავადება;
- პეპტიკური წყლული ან წყლულოვანი კოლიტი;
- დენტალური პრობლემები;
- დეპრესია ან შფოთვა;
- მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- ცელიაკიის დაავადება;
- დიაბეტი;
- პარაზიტული ინფექცია;
- არადიაგნოსტირებული კვებითი აშლილობა;
- პანკრეასის შეშუპება;
- ჭარბი დოზით ალკოჰოლი ან ნარკოტიკი;
- დემენცია;
- ყლაპვის პრობლემა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17770-unexplained-weight-loss