რა არის ანაერობული ინფექცია?
ანაერობული ინფექცია ყალიბდება ანაერობული ბაქტერიის გამო. აღნიშნული ბაქტერია ორგანიზმის ფლორის შემადგენელი ნაწილია და ბუნებრივ მდგომარეობაში არ იწვევს ინფექციას, შესაბამისად, სიმპტომებს. თუმცა მწვავე პროცესი მაშინ იწყება, როდესაც სხეულს ტრავმა, დაზიანება ადგება.
როგორც წესი, ზიანდება:
- მუცლის ღრუ;
- სასქესო ორგანო;
- გული;
- სახსრები;
- ცენტრალური ნერვული სისტემა;
- რესპირატორული ტრაქტი;
- კანი;
- პირის ღრუ.
გავრცელებული ანაერობული ინფექციებია:
- აპენდიციტი;
- აბსცესი;
- სინუსიტი;
- ტეტანუსი;
- პნევმონია;
- პერიოდონტიტი;
- პერიტონიტი.
რისკი იზრდება თუ ანამნეზში ფიქსირდება შემდეგი:
- სისხლით სათანადოდ მომარაგების პროცესი დარღვეულია;
- სტაფილოკოკის ინფექცია;
- ღია ჭრილობა;
- დიაბეტი;
- სუსტი იმუნიტეტი.
ანაერობული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- კანზე შესამჩნევი ინფექცია;
- სუნიანი გამონადენი;
- ჩირქით სავსე აბსცესი;
- ქსოვილის დაზიანება ან განგრენა;
- ინფიცირებული არე იცვლის ფერს.
თუ ინფექცია პირის ღრუშია, პაციენტს აწუხებს ღრძილის მგრძნობელობა, უსიამოვნო სუნი, ტკივილი.
ფილტვის ინფექციის დროს ჩნდება გულმკერდის ტკივილი ან ხველა.
კანზე გავრცელების შემთხვევაში ანაერობული ინფექცია გამოიხატება ტკივილით, შეშუპებითა და სიწითლით.
წყარო:
https://www.healthline.com/health/anaerobic-infections#symptoms