რა არის ქცევითი აშლილობა?
ქცევითი აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც მოიცავს აგრესიისა და დაუმორჩილებელი ქცევის არაერთ მაგალითს. ამ დიაგნოზის მქონე ბავშვები ხშირად არღვევენ საზოგადოებრივ ნორმებს, კანონებს.
ქცევით აშლილობას ხშირად თან ახლავს სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობები, კერძოდ:
- დეპრესია;
- ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომი;
- სწავლის უნარის დარღვევა.
დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს 10 წლამდე ასაკის პირებში, თუმცა ძირითადად, ყალიბდება გარდატეხის პერიოდში. დიაგნოზი გაცილებით ხშირია მამრობითი სქესის ბავშვებში.
სიმპტომები
ქცევითი აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვითარდება დროთა განმავლობაში. ამ დიაგნოზის დროს პაციენტი მიდრეკილია იმპულსური ქცევისკენ და რთულია მდგომარეობის მართვა. მათ დიდად არ აწუხებთ სხვა ადამიანების გრძნობები.
ქცევითი აშლილობის ნიშნებია:
- აგრესია ადამიანებისა და ცხოველების მიმართ;
- კერძო თუ ბიზნეს საკუთრების დარბევა;
- ტყუილი;
- ქურდობა;
- წესების, კანონების დარღვევა;
- ბულინგი;
- ფიზიკური ძალადობა;
- ვერბალური ჩხუბი;
- მუქარა;
- საკუთარი ქცევის სხვაზე გადაბრალება;
- ინდივიდუალური პირების თუ მაღაზიების გაქურდვა;
- არ ესწრება გაკვეთილებს;
- სახლიდან გაქცევა;
- ალკოჰოლის მიღება;
- არ მალავს აგრესიულ ქცევას;
- უჭირს ურთიერთობები, მეგობრების შეძენა;
- არ აწუხებს სინდისის ქენჯნა საკუთარი ქცევის გამო;
- მარტივად რჩება იმედგაცრუებული და სხვა.
მკურნალობისთვის, სიმპტომების სამართავად მოწოდებულია ფსიქოთერაპია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23924-conduct-disorder