შესაძლებელია თუ არა ცერებრალური დამბლის მკურნალობა?

შესაძლებელია თუ არა ცერებრალური დამბლის მკურნალობა?

ცერებრალური დამბლა მოძრაობის, კუნთის ტონუსისა თუ სხეულის პოზის დაავადებაა.

ცერებრალური დამბლა მოძრაობის, კუნთის ტონუსისა თუ სხეულის პოზის დაავადებაა.

პათოლოგია ყალიბდება მოუმწიფებელი, განუვითარებელი ტვინის დაზიანებისას, რომელიც უმეტესად დაბადებამდე ვლინდება. დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება ჩვილთა ან სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.

უმეტეს შემთხვევაში პათოლოგიის პრევენცია შეუძლებელია, თუმცა გარკვეული მეთოდებით რისკის შემცირება ნამდვილად შესაძლებელია, მაგალითად, ორსულობისას უნდა დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც მინიმუმამდე ამცირებს ორსულობის გართულებებს. იშვიათად, მაგრამ ცერებრალური დამბლა შესაძლოა ჩამოყალიბდეს ბავშვობაში გადატანილი ტვინის დაზიანების ფონზე - აუცილებელია მშობელმა მიიღოს უსაფრთხოების ზომები (ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვის სავარძლით, პატარა ადამიანს შეუძინეთ ველოსიპედის ჩაფხუტი და სხვა).

დიაგნოსტირება

ცერებრალური დამბლის ნიშნები და სიმპტომები აშკარა ხდება დროთა განმავლობაში, შესაბამისად, დიაგნოსტირება შესაძლოა გართულდეს და შეუძლებელი გახდეს დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში, მსუბუქი სიმპტომატიკის დროს, დიაგნოზის დასმა გაცილებით რთულია და მხოლოდ შედარებით ზრდასრულ ასაკში ხდება შესაძლებელი.

თუ პედიატრი ეჭვს მიიტანს ცერებრალურ დამბლაზე, დააკვირდება პატარა პაციენტის სიმპტომებს, შეაფასებს სამედიცინო ისტორიას, მონიტორინგს გაუწევს ზრდა/განვითარების პროცესს.

ინიშნება შემდეგი ტიპის კვლევები:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • თავის ქალის ულტრაბგერა;
  • ელექტროენცეფალოგრამა;
  • მეტაბოლური პრობლემების ან გენეტიკური დარღვევის სკრინინგისთვის განკუთვნილი სისხლისა და შარდის ანალიზი.

მკურნალობა

ცერებრალური დამბლის სრული განკურნება შეუძლებელია.

მოწოდებულია სხვადასხვა მეთოდი, რომლის მთავარი მიზანიც პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი - ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ მკურნალობა და ზრუნვა სიცოცხლის მანძილზე, კურსი იცვლება სიმპტომებიდან გამომდინარე.

მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს მედიკამენტებს, თერაპიას, ქირურგიულ პროცედურას.

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cerebral-palsy/diagnosis-treatment/drc-20354005