თუ გაწუხებთ მუცლის შებერილობა - რამდენიმე მეთოდი დისკომფორტის შესამსუბუქებლად

თუ გაწუხებთ მუცლის შებერილობა - რამდენიმე მეთოდი დისკომფორტის შესამსუბუქებლად

მუცლის შებერილობა გავრცელებული ჩივილია.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყალიბდება აირების წარმომქმნელი საკვების ან დიდი ულუფის გამო. ზოგჯერ ემოციური სტრესის მიმართ ნაწლავის სენსიტიურობის შედეგია. უმეტესად, შებერილობის გამომწვევი მიზეზია ცხოვრების წესი და კვების რაციონი - შესაძლოა ზოგიერთი საკვების მიმართ აუტანლობითაც იყოს განპირობებული. შებერილობა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ან ნაწლავის ანთებითი დაავადების სიმპტომიცაა.

ქრონიკული შებერილობა მწვავე სიმპტომური მიმდინარეობით, უარყოფითად აისახება პიროვნების ცხოვრების ხარისხზე.

შებერილობის შესამცირებლად მოწოდებულია:

  • რაციონიდან ამოიღეთ ან მაქსიმალურად შეზღუდეთ შებერილობის გამომწვევი პროდუქტები;
  • შეამოწმეთ ხომ არ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა;
  • აუცილებელია თავიდან აირიდოთ შეკრულობა;
  • უპირატესობა მიანიჭეთ პრობიოტიკებით მდიდარ საკვებს;
  • მიირთვით მცირე ულუფა;
  • რაციონში შეზღუდეთ მარილი და ცხიმი;
  • დალიეთ პიტნის ჩაი;
  • არ მიირთვათ სწრაფად;
  • მოერიდეთ საღეჭ რეზინს;
  • არ არის რეკომენდებული გაზიანი და ტკბილი სასმელები;
  • სასარგებლოა ფეხით სეირნობა ან ველოსიპედით სეირნობა;
  • შებერილობის რისკს ზრდის წონის სწრაფად მატება.

წყარო:  

https://www.healthline.com/nutrition/proven-ways-to-reduce-bloating#_noHeaderPrefixedContent