ზურგის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები

ზურგის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები

რა იწვევს ზურგის ტკივილს?

ზურგი შედგება კუნთების, ძვლის, დისკის, მყესის, იოგების კომპლექსური სტრუქტურისგან - თითოეული მუშაობს იმისთვის, რომ სხეულმა გადაადგილება შეძლოს. რომელიმე ამ კომპონენტთან დაკავშირებული პრობლემა პირდაპირ აისახება ზურგის ფუნქციონირებაზე, შესაბამისად, ჩნდება სიმპტომები. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება.

ზურგის ტკივილის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური აქტივობა, ისე ტრავმა თუ რომელიმე დაავადება. ამ დისკომფორტისგან დაზღვეული არავინაა, ყალიბდება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში.

ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება წელის ტკივილის განვითარების რისკი.

ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • იოგის ან კუნთის დაჭიმულობა;
  • კუნთის სპაზმი;
  • კუნთის გადაძაბვა;
  • დისკის დაზიანება;
  • ტრავმა, მოტეხილობა, დაცემა/წაქცევა;
  • მძიმე ნივთის აწევა;
  • სხეულისთვის უხერხული მოძრაობის შესრულება;
  • ოსტეოპოროზი;
  • თირკმლის კენჭი ან თირკმლის ინფექცია;
  • არასწორ პოზაში ჯდომა ან ძილი;
  • ხერხემლის კიბო;
  • ხერხემლის ინფექცია;
  • შარდის ბუშტის ინფექცია;
  • მენჯის ანთებითი დაავადება;
  • ანამნეზში უძილობა ან ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა;
  • მწვავე ჰერპესი.

 

 

წყარო:    

https://www.medicalnewstoday.com/articles/172943