რა სიმპტომებით ვლინდება მეტასტაზური კოლორექტალური კიბო?
მეტასტაზური კოლორექტალური კიბო არის კიბო, რომელიც ჩამოყალიბდა მსხვილ ან სწორ ნაწლავში, მაგრამ გავრცელდა, მეტასტაზირდა სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში.
კოლორექტალური კიბოს დიაგნოზის დროს, ძირითადად, მეტასტაზი ვრცელდება ღვიძლში, ფილტვში ან ტვინში.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია პაციენტის სპეციფიკურ სიმპტომებსა და დაავადების პროგრესირების დონეზე.
კოლორექტალური კიბოს სიმპტომები მაშინვე არ ჩნდება, ანუ სავსებით შესაძლებელია პაციენტს არ აწუხებდეს ჩივილები.
პოტენციური ნიშნებია:
- დიარეა ან შეკრულობა;
- სისუსტე;
- დაღლილობა;
- მუცლის ტკივილი;
- უნებლიე წონის კლება;
- მუქი ფერის ან სისხლისფერი განავალი;
- რექტალური სისხლდენა;
- სისხლი განავალში.
კიბოს პროგრესირებისა და გავრცელების დროს სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე თუ სხეულის რომელ არეში გაჩნდა მეტასტაზი. საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:
- სიყვითლე და მუცლის შეშუპება (მეტასტაზირდა ღვიძლში);
- ძვლის ტკივილი და მოტეხილობა (მეტასტაზირდა ძვალში);
- სუნთქვის პრობლემა (მეტასტაზირდა ფილტვში);
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შეტევა (მეტასტაზირდა ტვინში).
გაითვალისწინეთ, ეს სიმპტომები ბევრი სხვა პათოლოგიისთვისაცაა დამახასიათებელი, შესაბამისად, ამ ნიშნების არსებობა ავტომატურად კიბოზე არ მიუთითებს. სწორედ ამიტომ ნებისმიერი შესაძლო გართულებისა და დროული დიაგნოსტირების მიზნით, უჩვეულო სიმპტომის დროს უნდა მიმართოთ ექიმს.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/metastatic-colon-cancer