ქრონიკული ანთება

ქრონიკული ანთება

რა არის ქრონიკული ანთება?

ანთებითი პროცესი ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი იბრძვის მავნებლების წინააღმდეგ, მაგალითად, ეს არის ის ნებისმიერი პათოლოგია (ტრავმა, ინფექცია, ტოქსინები), რომელიც ვნებს სხეულს.

როდესაც უჯრედი ზიანდება, სხეული თავდაცვით ქიმიკალებს გამოიმუშავებს, ეს არის იმუნური სისტემის ერთგვარი საპასუხო რეაქცია.

ორგანიზმის დაცვის მიზნით, იმუნიტეტი წარმოქმნის ანტისხეულებსა თუ პროტეინებს და გზავნის სხეულის დაზიანებული არესკენ.

მწვავე ანთების შემთხვევაში (მაგალითად, ჭრილობა მუხლზე ან გაციება) ეს პროცესი რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა ქრონიკული ანთებისას სხეული მუდმივ ბრძოლაშია ჩართული, მუდმივად განგაშის რეჟიმში უწევს ფუნქციონირება.

რასაკვირველია, ქრონიკული ანთება უარყოფითად აისახება ორგანიზმზე და არაერთი დაავადების განვითარებასაც უწყობს ხელს.

რისკ-ფაქტორებია:

  • არანამკურნალებელი ინფექცია ან ტრავმა;
  • ანამნეზში ავტოიმუნური დაავადება;
  • ხანგრძლივი დროით ყოფნა ისეთ გარემოში, სადაც ჰაერი დაბინძურებულია ან ინდუსტრიული ქიმიკალებია.

გაითვალისწინეთ, ეს რისკ-ფაქტორებია და ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ამ მიზეზის გამო ყველა ქრონიკული ანთებით დაავადდება; ამასთან, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ქრონიკული ანთების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ გარკვეულ როლს თამაშობს თამბაქო, ჭარბი წონა, ალკოჰოლი, ქრონიკული სტრესი.

სიმპტომები

მწვავე ანთება შესამჩნევ სიმპტომებს იწვევს, მაგალითად, დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება. თუმცა ქრონიკული ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა რთულად შესამჩნევია.

ქრონიკული ანთების გავრცელებული სიმპტომებია:

  • დაღლილობა;
  • სხეულის ტკივილი;
  • დეპრესია ან შფოთვა;
  • დიარეა ან შეკრულობა;
  • წონის კლება;
  • წონის მატება;
  • ქრონიკული ინფექციები.

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/chronic-inflammation